ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ნათია თურნავა: მწვანე სტატუსის ადამიანებს მეტი უპირატესობა უნდა ჰქონდეთ
25 ნოემბერი, 2021

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, საკოორდინაციო საბჭომ რესტორნებისთვის, რომლებიც 1-ელი დეკემბრიდან სტუმრებს მხოლოდ "მწვანე ბარათით" მიიღებენ, საათობრივი შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო. 

მისი თქმით, პირველ რიგში "მწვანე ბარათის" მქონე მოქალაქეებს, მეტი უპირატესობა უნდა ჰქონდეთ არა მწვანე სტატუსის მატარებელ მოქალაქეებთან შედარებით. ამასთან, "მწვანე ბარათის" ამოქმედების შემდეგ, რესტორნებში მომხმარებელთა რაოდენობა შეიზღუდება, თუმცა ეს დაკომპენსირდება საათობრივი შეზღუდვის მოხსნით. 

"როდესაც სხვადასხვა შეზღუდვა წესდება, მწვანე სტატუსის მქონემოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ უპირატესობა, არა მწვანე სტატუსის მატარებელ ადამიანებთან შედარებით. მათ შორის ერთ-ერთია მათთვის თავისუფლება, ნებისმიერ დროს შევიდნენ რესტორანში, კაფეებში. ამასთან, ეს იქნება მეტი მოტივაცია სხვებისთვის, რომ აიცრან და შეიძინონ მწვანე სტატუსი. 

მეორე სიკეთე, ეს არის ტურისტული და კერძოდ სარეტორნო ინდუსტრიის ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამ სექტორში დღეს ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული. 

როდესაც შემოდის რეგულაცია, რომ მარტო მწვანე სტატუსის მატარებელი ადამიანი უნდა შევიდეს, ეს მომხმარებლების წრეს ზღუდავს, მაგრამ მეორეს მხრივ ეს სრულად კომპენსირდება იმ შესაძლებლობით, რომ უფრო დიდხანს იმუშაონ რესტორნებმა და არ შეზღუდოს საათებში თავისი მომხმარებელი. სარესტორნო ინდუსტრიას არ შეექმნება სერიოზული პრობლემები, მათ შორის იქ დასაქმებულ ადამიანებს, ვის შემოსავლებზეც რა თქმა უნდა ჩვენ ვზრუნავთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.  

ინფორმაციისთვის, 1-ელი დეკემბრიდან, როდესაც "მწვანე ბარათი" ამოქმედდება, რესტორნებს საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ. 

მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს 2 დოზა აცრის. გადატანილი აქვს კოვიდინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე. ამ შემთხვევაში აღარ ვრცელდება პერიოდი. ანუ კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ ჩამკეტი აღარ არის და მას მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად. ასევე თუ ადამიანს აქვს გაკეთებული 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ასევე თუ ადამიანს გააჩნია 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.