ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ავიაკომპანია იფრენს
22 აგვისტო, 2022

ახალი ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში – Southwind Airlines-მა თბილისიდან ანტალიის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შეასრულა.

Southwind Airlines-ი ჩარტერულ რეისებს ანტალიის მიმართულებით კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ კვირას, 25 სექტემბრამდე, Airbus 321 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.

დღეისათვის, ანტალიის მიმართულებით რეგულარულ რეისებს ავიაკომპანია Pegasus-ი კვირაში 5 სიხშირით ასრულებს, ხოლო სექტემბერში – კვირაში 6 რეისს შეასრულებს.

TAV Georgia TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება.

საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა.

TAV Airports Holding-ი მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით TAV Georgia ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში. დღეისათვის TAV Georgia-ში დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.