ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
25 აგვისტოდან, კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად 23:00 საათისა, დასაშვები იქნება 22:00 საათამდე
25 აგვისტო, 2021

25 აგვისტოდან, კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად 23:00 საათისა, დასაშვები იქნება 22:00 საათამდე, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პარალელურად, გაგრძელდება კვების ობიექტებისთვის დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი.

„გაგაცნობთ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. როგორც თქვენთვის ცნობილია, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან ქვეყანაში ცალკეული შეზღუდვები მოქმედებს, რომლებიც ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციას ისახავს მიზნად, თუმცა მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით, საბჭომ დღეს რამდენიმე დამატებითი შეზღუდვის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

კერძოდ, დღეიდან, 25 აგვისტოდან, კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად 23:00 საათისა, დასაშვები იქნება 22:00 საათამდე; პარალელურად, გაგრძელდება კვების ობიექტებისთვის დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.