ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
2019 წლის პირველ ექვს თვეში რუსეთის მოქალაქეები ყველაზე ხშირად მიემგზავრებოდნენ თურქეთში, აფხაზეთსა და ფინეთში
13 აგვისტო, 2019

2019 წლის პირველ ექვს თვეში რუსეთის მოქალაქეები ყველაზე ხშირად მიემგზავრებოდნენ თურქეთში, აფხაზეთსა და ფინეთში. ამ ინფორმაციას რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია ავრცელებს, სასაზღვრო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით.

ოფიციალური სტატისტიკით, 2019 წლის იანვარ-ივნისში რუსეთის მოქალაქეები თურქეთში ტურისტებად გაემგზავრნენ 2 741 934-ჯერ, ხოლო ოკუპირებულ აფხაზეთში 1 857 602-ჯერ. მესამე ადგილზეა ფინეთი(1 797 407.)

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პირველი ათეულის ბოლო ადგილზეა საქართველო, რომელსაც უსწრებენ ყაზახეთი, ჩინეთი, უკრაინა, ესტონეთი, გერმანია და ტაილანდი.

ასოციაციის ცნობითვე, 2019 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში ჩასული რუსი ტურისტების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 29,15%-ით აღემატება.

რადიო თავისუფლება


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.