ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
40 წლის შემდეგ აღდგენილი ქართველი ფარმაცევტის რეცეპტი – საფერავის უალკოჰოლო სასმელი ინვესტიციის მოლოდინში
11 დეკემბერი, 2017

70-იან წლებში, საქართველოსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ცნობილმა ფარმაცევტმა – ირაკლი ნატროშვილმა, საფერავის უალკოჰოლო სასმელის რეცეპტი შექმნა. სასმელის სინჯები იაპონიისა და ამერიკის ლაბორატორიებში გაიგზავნა, სადაც მისი ანტიოქსიდანტური შემცველობა დადასტურდა, თუმცა, უალკოჰოლო საფერავი არასდროს უწარმოებიათ. 40 წლის შემდეგ, ირაკლი ნატროშვილის შვილმა – გიორგი ნატროშვილმა მამის რეცეპტის, მომზადების წესისა და ტექნოლოგიის აღდგენა და ბიზნესად ქცევა გადაწყვიტა, როგორც თვითონ ამბობს, გადმოიღო თაროდან სიძველისგან დაყვითლებული ფურცლები და უცხოური ლაბორატორიების შედეგის გადამოწმება საქართველოში, კახა ბენდუქიძის ლაბორატორიაში სცადა. იგივე შედეგი მიიღო. ღვინის გემოვნური თუ ორგანული თვისებების მქონე სასმელი ორგვარია – ცივი და ცხელი. რა პერსპექტივა აქვს პროდუქტს ქართულ და უცხოურ ბაზრებზე და რა არის საჭირო უალკოჰოლო საფერავის საწარმოებლად – ამ საკითხებზე მარკეტერი სტარტაპ იდეის ავტორს – გიორგი ნატროშვილს ესაუბრა:

- როგორია საფერავის უალკოჰოლო სასმელის ისტორია და გარდა ანტიოქსიდანტური მოქმედებისა, რა თვისებები აქვს მას?

— 70-იანებში მამაჩემი მუშაობდა მეღვინეობის პროდუქტებზე. მისი ნაშრომები ახლა გადმოვიღეთ და აღვადგინეთ ტექნოლოგია, რეცეპტურა და მომზადების წესი – მივიღეთ პროდუქტი, რომელსაც პირობითად ღვინის ჩაი ვუწოდეთ. პაკეტებში მოთავსებული გრანულები, რომელიც ცხელ წყალში 3-4 წუთში იხსნება და ვიღებთ ბორდოსფერ შეფერილობის უალკოჰოლო წითელი ღვინის სასმელს, რომელიც მიღებულია ნატურალური პროდუქტებისგან, ფიზიკური დამუშავებით, აქვს საფერავის გემო და ფერი და შეიცავს ყველა იმ სასარგებლო თვისებას, რაც წითელ ღვინოშია. ასევე, მამას ნაშრომებიდან წამოვწიეთ ცივი, ქვევრში დაყენებული უალკოჰოლო ანტიოქსიდანტური სასმელი, სამი ფორმით: მშრალი, ნახევრად მშრალი და ნახევრადტკბილის სახით, რომლის გემოვნურმა თვისებებმა, ასევე, დიდი მოწონება დაიმსახურა. წითელი ღვინის სარგებლობის ანალოგიურად, ეს პროდუქტიც მოქმედებს ანტიდეპრესანტის მსგავსად, ინსულტის თავიდან ასარიდებლად, ასევე სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და ა.შ.

<img 2017=" 12=" 24581240_10212822181762825_353377188_n-300x286.jpg=" 300w,=" 24581240_10212822181762825_353377188_n-700x667.jpg=" 700w=" 720px="style=box-sizing:" alt="width=720" border:="font-style:=" clear:=" both;=" display:=" block;=" font-stretch:=" font-size:=" font-variant:=" font-weight:=" height:=" 468px;=" https:=" img.marketer.ge=" line-height:=" font-family:=" margin:=" 18px=" max-width:=" 100%;=" padding:="0px;=" sizes="(max-width:" "="" data-cke-saved-src="https://img.marketer.ge/2017/12/24581240_10212822181762825_353377188_n.jpg" src="https://img.marketer.ge/2017/12/24581240_10212822181762825_353377188_n.jpg" srcset="https://img.marketer.ge/2017/12/24581240_10212822181762825_353377188_n.jpg" style="height: 624px; width: 655px;" vertical-align:=" baseline;=" width:=" 492px;=" wp-image-78028="aligncenter=">

- რა სტრატეგია გქონდათ ან გაქვთ იდეის განსახორციელებლად? რა კონკურსებში ან პროექტებში მიგიღიათ მონაწილეობა?

-იდეა წარვადგინეთ სტარტაპ საქართველოზე, სადაც გავიმარჯვეთ, თუმცა, პარტნიორთან უთანხმოების პირობებში, უარი ვთქვით საქმიანობის გაგრძელებაზე. გარდა ამისა, მონაწილეობა მივიღეთ Creative Business Cup Contest-ში, რომელშიც გავიმარჯვეთ და საერთაშორისო ეტაპზე ესტონეთსა და დანიაში გავემგზავრეთ. დანიაში, კონკურსში გაიმარჯვა ჩინურმა რობოტმა, რა თქმა უნდა, Food Section ცალკე რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, საპრიზო ადგილის გარეშე არ დავბრუნდებოდით, თუმცა, დავფიქსირდით, როგორც პირველი ასეთი სასმელის შემქმნელები. ამ ეტაპზე, ველით შემოთავაზებებს კონკურსზე ჩვენი პროდუქტით დაინტერესებული ადამიანებისგან.

- რა პერსპექტივა აქვს პროდუქტს ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე და ვინ არის თქვენი სამიზნე მომხმარებელი?

-საფერავის უალკოჰოლო სასმელი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც მიჰყვება ცხოვრების ჯანსაღ წესს. ლანჩის დროს იქნება, თუ სამსახურში წასვლისას, თან წაიყოლებს, დალევს, ან, თუნდაც, საჭესთან. ექიმები ხშირად გვირჩევენ წითელ ღვინოს, თუმცა, ქართველისთვის მით უფრო რთულია დოზის სწორად განსაზღვრა, ღვინოსთან დამოკიდებულებიდან გამომდინარე, საფერავის არაალკოჰოლურობა კი ამ პრობლემას გადაჭრის. აქტუალური იქნება, ასევე, სათხილამურო კურორტებზე ბორანითა თუ თხილამურებით სრიალისას, უალკოჰოლო სასმელი მათ გლინტვეინის მაგივრობას გაუწევს. ანტიოქსიდანტური პროდუქტი დღეს მსოფლიოში არის ბროწეულის წვენი, ასეთივე იქნება ღვინის სასმელი, რომელიც 200-300 მილიგრამიან ბოთლებში ჩამოისხმება და იქნება ქვევრში დაყენებული ღვინისა და მეღვინეობის პროდუქტებისგან შექმნილი. გვინდა, რომ ვპოზიციონირდეთ დასავლურ სამყაროში და ასევე, მუსლიმანურ კულტურაში, სადაც ღვინის გასინჯვა ბევრს უნდა, მაგრამ რელიგია კრძალავს ალკოჰოლს. გარდა ამისა, რადიაციულ ზონებში, მაგალითად უკრაინაში ან იაპონიაში, ამ პროდუქტის საჭიროება ბევრად თვალსაჩინოა. კონკურსის შედეგად, დიდი იყო დაინტერესება, მათ შორის სინგაპურის წარმომადგენლებში, სადაც მაღალი ჯარიმებია მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვის შემთხვევაში.

- რა არის საჭირო უალკოჰოლო საფერავის საწარმოებლად?

-ვეძებთ ინვესტორს, რომ პროდუქცია აქტიურად ვაწაარმოოთ და გავხადოთ საერთაშორისო რეალიზაციის საგანი. საჭიროა ინვესტიცია და სადისტრიბუციო ხაზების მოძიება. ცხელი სასმელისთვის გრანულების გამოშვების შემთხვევაში, შედარებით მცირე ინვესტიციაა საჭირო. ცივს კი სჭირდება საწარმოო ხაზი, ბოთლების ჩამოსხმის დანადგარები და მეტ სტანდარტსა და პროცედურას მოიცავს. ინვესტორთან ერთად, შეგვიძლია გავხადოთ ეს პროდუქტი საერთაშორისო მოხმარების და ღვინის სამშობლო, 8000 წლიანი ისტორიით, შესაძლოა გახდეს ღვინის უალკოჰოლო ცივი სასმელისა და ჩაის შემქმნელიც.

მარკეტერი


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.