თურქულმა ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა საკუთარ რუკაზე აფხაზეთის ტერიტორია საქართველოდან გამოყო.
ავიაკომპანიის საიტზე გამოქვეყნებულ რუკაზე, სადაც მითითებულია ის მიმართულებები, რომელზედაც Pegasus Airlines-ი დაფრინავს, კარგად ჩანს, რომ საქართველო და აფხაზეთი ცალ-ცალკე ქვეყნებად არის დატანილი. ამ ინფორმაციის შესახებ საქართველოში Pegasus Airlines-ის ოფიციალური წარმომადგენლობისთვის უცნობია. მათი ინფორმაციით, საკითხის გარკვევას ავიაკომპანიის სათაო ოფისთან შეეცდებიან.
www.bpi.ge