ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
პოლონეთში შესვლის წესები და პირობები
25 მარტი, 2021

პოლონეთის რესპუბლიკაში შესვლა შეუძლიათ:

  • პოლონეთის მოქალაქეებს;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც პოლონეთის მოქალაქეების ოჯახის წევრები არიან (მეუღლე, შვილი);
  • პოლონელის ბარათის (ე.წ. Karta Polaka) მფლობელებს;
  • დიპლომატებს და მათი ოჯახის წევრებს;
  • პოლონეთის ტერიტორიაზე დროებითი, ან მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს;
  • დასაქმების ნებართვის მქონე (სეზონური სამუშაო ნებართვა, დამსაქმებლის დეკლარაცია უცხოელის დასაქმებაზე, ან სამუშაო ნებართვა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც დასაქმებულები არიან პოლონეთის ტერიტორიაზე, ან საზღვარზე წარადგენენ სამუშაოს დაწყების დამადასტურებელ დოკუმენტებს, ;
  • უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს/მძღოლებს, რომლებსაც გადაჰყავს ხალხი, ან გადააქვთ ტვირთი;
  • უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს/მძღოლებს, რომლებიც ტრანზიტული მიზნით გადიან პოლონეთის ტერიტორიას;
  • პოლონეთში მოსწავლის, სტუდენტის ან დოქტორანტის სტატუსის მქონე პირებს;
  • მეცნიერებს, რომლებიც კვლევებს აწარმოებენ პოლონეთის ტერიტორიაზე;
  • ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს, ევროპული ეკონომიკური ზონის შეთანხმების მხარის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრი ქვეყნის და შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეებს და მათ ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი)
  • ევროკავშირის ტერიტორიაზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი), რომლებიც ტრანზიტული მიზნით გადიან პოლონეთის ტერიტორიას;
  • პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეპატრიანტი, ან რეპატრიანტის ოჯახის წევრი (მეუღლე, შვილი);
  • სპორტსმენები, რომლებიც ჩამოდიან პოლონეთში სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად, ან იმ სპორტული ორგანიზაციის მოწვევით, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ;
  • ის პირები, რომლებიც მიემგზავრებიან პოლონეთში იმ კატეგორიის ვიზით, რომელიც ე.წ. ჰუმანიტარული საფუძვლებიდან გამომდინარე გაიცა;
  • ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქეები;
  • მეზღვაურები და მეთევზეები;
  • უცხოელები, რომლებმაც მიიღეს ვიზა პროგრამა “Poland Business Harbour” (IT სექტორში დასაქმებული პირები) მონაწილეობის მისაღებად;
  • უცხოელი ბიზნესმენები, რომლებიც შედიან პოლონეთში საქმიანი ვიზიტით და გააჩნიათ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანხმობა;
  • განსაკუთრებულ შემთხვევებში, შესაძლებელია გამონაკლისის დაშვება და პოლონეთის საზღვრის დაცვის სამსახურის მთავარი კომენდანტის თანხმობის საფუძველზე უცხოელის პოლონეთში შეშვება.

ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები:

მიმდინარე წლის 28 მარტიდან, საქართველოსა და პოლონეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება (ვარშავა-თბილისი-ვარშავას მიმართულებით რეისებს შეასრულებს LOT პოლონეთის ავიახაზები). პოლონეთში თვითმფრინავით, მატარებლით, ან ავტობუსით შესული მგზავრები ექვემდებარებიან 10-დღიან თვითიზოლაციას. საზღვრის კვეთისას მოქალაქე ვალდებულია მიუთითოს მისამართი, სადაც გაივლის

 თვითიზოლაციას/კარანტინს. 

10-დღიან თვითიზოლაციას არ ექვემდებარებიან:

  • ის პირები, რომლებიც წარუდგენენ მესაზღვრეს PCR კვლევის/ანტიგენური ტესტის გაკეთების დამადასტურებელ საბუთს (ნეგატიურ პასუხს) ინგლისურ ენაზე, რომლის პასუხის  ვადა პოლონეთის რესპუბლიკაში ჩასვლამდე არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს;
  • საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრები;
  • მეზღვაურები და მეთევზეები;
  • მძღოლები
  • პოლონეთში მოსწავლის, სტუდენტის და დოქტორანტის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები;
  • პოლონეთის და მოკავშირე ქვეყნების შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები და დანარჩენი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები;
  • დიპლომატიური მისიების წევრები და მათი ოჯახის წევრები;
  • ე.წ. ტრანზიტული მგზავრები და მათი ოჯახის წევრები, რომლებსაც გააჩნიათ ევროკავშირის, ან ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის ნებართვა, რომლებიც პოლონეთის გავლით მიემგზავრებიან მუდმივად საცხოვრებელ ქვეყანაში.
  • ის პირები, რომლებმაც პოლონეთის საზღვრის კვეთამდე 6 თვემდე პერიოდში გადაიტანეს კორონავირუსი და წარადგენენ შესაბამის დოკუმენტაციაცს, რომლითაც დასტუდება მათ მიერ იზოლაციის გავლა სახლის
  • პირობებში, ან ჰოსპიტალიზაცია.ის პირები, რომლებმაც საკუთარი ტრანსპორტით გადმოკვეთეს შენგენის შიდა საზღვარი (მაგალითად, გერმანიიდან საკუთარი მანქანით შემოვიდა). აღსანიშნავია, რომ ჩეხეთიდან და სლოვაკეთიდან შეოსული ნებისმიერი მგზავრი (როგორც საკუთარი მანქანით, ისე ავტობუსით, მატარებლით, , ან თვითმფრინავით შემოსული) ექვემდებარება იზოლაციას.
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.