ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
პრომეთეს მღვიმესა და ოკაცეს კანიონს შორის მანძილი 30 კმ-ით შემცირდა
07 აპრილი, 2021

ძეძილეთი-გორდის გზის რეაბილიტაცია დასრულდა, რომელიც პრომეთეს მღვიმესა და ოკაცეს კანიონს შორის მანძილს 60კმ-დან 30კმ-მდე ამცირებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში, საერთაშორისო გზების გარდა, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს შიდა სახელმწიფებრი გზების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე.

დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, წელს უკვე დაგეგმილია 350 კმ გზის რეაბილიტაცია.

„სულ ახლახანს დავამთავრეთ და მალევე ექსპულატაციაში შევა 2 მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელის გზა, ეს არის გორდი–ძეძილეთი მონაკვეთი, რომელიც 30 კმ–მდე ამცირებს გზას, რაც ტურისტებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობითვის, ეკონომიკური განვითარების მხრივ ძალაინ მნიშვნელოვანია.

ასევე, სამუშაოები ხორციელდება სხვა პროექტებზეც, რომლებიც მთის გზების განვითარებას გულისხმონს, როგორიცაა ბაღდათი– აბასთუმნის გზა, შატილის გზა, სადაც 70 კმ გზის რეაბილიტაცია მოხდა. ასევე, ძალიან დიდი  მნიშვნელობის პროექტის მესტია–ლენტეხის დამაკავშირებელი გზის დამთავრებაა დაგეგმილი 2023 წლის შუა პერიოდისთვის. ხოლო, საჩხერე–ონის დამაკავშირებელი გზა დასრულდება 2021 წლის შემოდგომისთვის, სადაც 80 კმ–ით შემოკლდება გზა.“– არნიშნავს გიორგი წერეთელი.

ინფორმაციისთვის, ძეძილეთი–გორდის გზა ერთმანეთთან აკავშირებს ხონისა და წყალუბოს მუნიციპალიტეტებს. სამუშაოების ღირებულება საერთო ჯამში 20 მილიონი ლარია.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.