ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დედაქალაქის დათვალიერება უცხოელისთვის 15 %-ით გაძვირდება - თბილისის წითელი ტურისტული ავტობუსი დაბრუნდა
19 აპრილი, 2021

საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში ყველასთვის კარგად ნაცნობი ორსართულიანი წითელი ავტობუსები უკვე საათში ერთხელ ტურისტებს ჩვეული გრაფიკით ემსახურება.  გასული წლის იმავე პერიოდში კომპანია City Tours-ის ავტობუსი მხოლოდ ერთი ლიეტუველი ტურისტისთვის თუ გამოჩნდებოდა 30 კაციანი ავტობუსით.

როგორც კომპანიაში „კომერსანტს“ განუმარტეს, ახლა ტურისტების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია და სავარაუდოდ ქალაქის დათვალიერება უცხოელი ვიზიტორისთვის 15 პროცენტით გაძვირდება.

„რა შედარებაა, ახლა ბევრი ტურისტი გვყავს და უკეთესი სიტუაციაა.  რეისები რაც განახლდა ბევრი ჩამოვიდა დუბაიდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან. ჩვეულებრივად დავდივართ უკვე და ორი ავტობუსი გვყავს გამოყვანილი. თუ არ დავიხურეთ როგორც ქვეყანა, ფაქტია ტენდენცია უკეთესობისკენ მიდის. დუბაიდან ჩამოდიან 3- 4 დღით, ერაელებიც არიან მაგრამ ძალიან ცოტა.

ჩვენ 15 ენაზე გვაქვს ტური და ისინიც სურვილისამებრ თავის ენაზე უსმენენ. ავტობუსი არ ივსება, მაგრამ ხან 10 კაცია ხან 15, ეს უკეთესია ვიდრე არაფერი. თავიდან  120 თანამშრომელი გვყავდა, ახლა მყავს 6-7. სრულად გაჩერებული რადგან ვიყავით ფასებს ალბათ ავწევთ უცხოელებზე დაახლოებით 15 პროცენტით. ჩვენს გიდებს ხალხთან კონტაქტი  არ აქვთ, ისინი სხედან ჭადრაკული პრინციპით და ყველა რეგულაციის დაცვით უსმენენ ტურებს.

რადგან ტურიზმი დაიძრა ყოველდღე გვაქვს შეკვეთები. ორსართულიანი ავტობუსი ახლა გრაფიკით დადის ყოველ ერთ საათში .  ახლა არის იმის 15 პროცენტი, რაც იყო 2019 წელს, მაგრამ 2022 წლის ზაფხულისთვის ყველაფერი დაბრუნდება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება“ - ამბობს გერმან ჭელიძე.

კომპანია City Tour-ი  2019  წელს დაახლოებით 80 000 ტურისტს მოემსახურა,  აქვს დედაქალაქის, ყაზბეგის, კახეთის ერთდღიანი თუ ორდღიანი ტურები. როგორც კომპანიაში განმარტავენ, 2019 წლის ბრუნვა 5 მილიონი ლარი იყო, რომელიც ახლა ფაქტობრივად განულდა. კომპანიას 13 ერთეული ტრანსპორტი ჰყავს, რომელთაგან ამჟამად მხოლოდ ორი მუშაობს.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.