ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართლ-კახეთის მეფე-პოეტის თეიმურაზის პორტრეტი საქართველოში დაბრუნდა
25 ოქტომბერი, 2018
ქართლ-კახეთის მეფე-პოეტის თეიმურაზის პორტრეტის 257 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.
 
ბაგრატიონთა სამეფო ოჯახისა და კოლექციის უნიკალური ექსპონატი, რომელიც წლების განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, 2018 წლის ოქტომბერში მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ონლაინ გალერეამ „1Stdibs“-მა გასაყიდად გამოიტანა. 
 
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ მნიშვნელობის სამეფო საგანძური არ დაბრუნებულა. პორტრეტი რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებლის - ალექსანდრე ანტროპოვის მიერ არის შესრულებული. 
 
უნიკალური პორტრეტი „ქართუ“ ფონდმა შეისყიდა და თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს (ხელოვნების მუზეუმს) გადასცა. 
 
თეიმურაზ მეფის პორტრეტი თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში 25 ოქტომბრიდან გამოიფინება და 2 დღის განმავლობაში ყველა მსურველს უფასოდ შეეძლება ქართველი მეფის უნიკალური პორტრეტის საკუთარი თვალით ხილვა.
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.