ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართული ღვინის განვითარების სტრატეგია მომზადდა
26 იანვარი, 2018
გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, ღვინის ეროვნულ სააგენტოში ქართული ღვინის განვითარების სტრატეგია მომზადდა. აღნიშნული დოკუმენტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრის“ (CIM) ინტეგრირებული ექსპერტის ბერტჰოლდ ზაიტცის მხარდაჭერით მომზადდა, რომელსაც 2016-2017 წლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს მრჩევლის პოზიცია ეკავა. 

დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ღვინის სექტორის მიმოხილვას და მიმდინარე სიტუაციის ანალიზს, ასევე განსაზღვრავს საქართველოს ღვინის სექტორის განვითარების ხედვას. გრძელვადიანი სტრატეგია შედგება რამდენიმე მიმართულებისგან შესაბამისი სტრატეგიული მიზნებისა და სამოქმედო ღონისძიებების გათვალისწინებით. კერძოდ, სტრატეგიის მიზანია ქართული ღვინის ხარისხის, მისი ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა.

დოკუმენტი მოიცავს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის, ადგილობრივი ბაზრისა და მდგრადი მევენახეობის განვითარების, ღვინის ტურიზმისა და სხვა მიმართულებებს.
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.