ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რა გამოწვევის წინაშეა ზამთრის კურორტები
18 ოქტომბერი, 2021
საქართველოში მთის კურორტებზე, 2021-2022 წლების ზამთრის სეზონისთვის მზადება  აქტიურ ფაზაში შევიდა. გუდაურში, ახალი ქარსაფარი ზოლი მოეწყო, რომლის დანიშნულებაა, შეამციროს ქარის ინტენსივობა სასრიალო გზების სიახლოვეს და უზრუნველყოს თოვლის საფარის შენარჩუნება. სექტორს ზამთრის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით იმედიანი განწყობა აქვს, მიზეზი ზამთრის კურორტებზე სასტუმროებში უკვე არსებული ჯავშნებია. მათი მოლოდინით, საშუალო დატვირთულობა იქნება 35%-ის ფარგლბში. 
 
სასტუმროების მენეჯმენტ კომპანიაში, HSC Group-ში, ამბობენ, რომ წინასწარი მოთხოვნა ზამთრის კურორტებზე მზარდია და შეიძლება ითქვას, 60%-მდეა შევსებული.
 
"თუ დროულად არ გაიხსნა სათხილამურო ინფრასტრუქტურა და სეზონი, მაშინ ჯავშნებიც გაუქმდება და როგორც ეს 2020 წელს იყო, კურორტები ცარიელი შეხვდება ზამთარს. ჩვენს სასტუმროებს რეგიონების მიხედვით თუ დავყოფთ სვანეთში ზაფხულმა კარგად იმუშავა - 70%-მდე დატვირთვით, გუდაურში 55%-65%, თბილისში კი 90%-იანი დატვირთვით დავხურეთ სეზონი,“ - განმარტავს HSC Group-ის დირექტორი გიორგი დოლიძე.
იგივე პოზიცია აქვს მცირე და საოჯახო სასტუმროების მფლობელებსაც. ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელი მანანა ცირამუა დარწმუნებულია, რომ თუ საბაგიროები ჩაირთვება, ამით მოქალაქეთა ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრებს. მისი აზრით, სუფთა ჰაერი დაბალ ტემპეტატურაზე ინფექციის წყარო არ არის. საქართველოს მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციაში კი დეტალურად გვიხსნისნ, რატომ არაა საშიში თხილამურებით სრიალი ინფექციის გავრცელების მხრივ. 
 
"ზამთრის კურორტზე სრიალი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო აქტივობაა პანდემიის პირობებში. მოთხილამურისა და სნოუბორდესრის (შემდგომში - „მოსრიალე“) სტანდარტული ეკიპირება შედგება:
 
სათხილამურო სათვალისაგან, რომელსაც ხმარობენ ექიმები კოვიდ პაციენტებთან ურთერთობისას;
ბაფისგან (იგივე პირთბილა, იგივე ე.წ. მრავალჯერადი პირბადე)
წყალგაუმტარი შარვლის ან კომბინიზონისგან, რომელიც მჭიდროდ ეკვრის სათხილამურო ან სნოუბორდის ბათინკს
წყალგაუმტარი ბათნკისაგან
ყალგაუმტარი ქურთუკისაგან, რომელიც ეფარება ზევიდან შარვალს ან კომბინიზონს,
წყალგაუმტარი ხელთათმანებისაგან
ჩაფხუტისაგან, რომელიც იცავს თავს
გარდა ამისა, სამთო-სათხილამურო სპორტით დაკავებული ადამიანები სრიალის პროცესში ერთმანეთისგან მინიმუმ 20მ დისტანციით მაინც იმყოფებიან, პრაქტიკულად ნულის ტოლია ამ დროს ვირუსის გავრცელების შანსები. აქვე აღნიშნულია, რომ რადგან საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე არის ღია ტიპის საბაგიროები, მათი მუშაობისა და საჭიროების შემთხვევაში ნაკადის რეგულირების შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია უსაფრთხოდ სრიალი და საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი ნების გამოჩენა და გადაჭრის გზებზე ფიქრი. პეტიციის ავტორთა თქმით, შემოსილი მოსრიალე გამოიყურება ზუსტად ისე, როგორც კარანტინში მომუშავე მედპერსონალი. ასე რომ წელს საბაგოროების ჩართვა და სათხილამურო სეზონის დაწყება არ უნდა დაგვიანდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით მთელი ტურისტული სექტორი," - განუმარტეს "კომერსანტს" საქართველოს მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციაში. 
 
შეგახსენებთ, შარშან ზამთრის კურორტებმა 16 მილიონი ლარით იზარალეს. 
 
ცნობისთვის, 2021 წლის სეზონზე ზამთრის კურორტებმა უპრეცედენტოდ მცირე ოდენობის სტუმარი მიიღო. 2021 წლის სამთო-სათხილამურო სეზონზე ოთხი კურორტიდან (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) ყველაზე მეტ სტუმარს გუდაურმა უმასპინძლა. წელს გუდაურის სათხილამურო არეალს 83055 ვიზიტორი ესტუმრა. მეორე ადგილზეა ბაკურიანი, სადაც 35166 დამსვენებელმა დაისვენა, გოდერძის ეწვია 7262 სტუმარი, ხოლო მესტიას (თეთნულდი, ჰაწვალი) 8700 ვიზიტორი სტუმრობდა.
 
2021 წლის სამთო-სათხილამურო სეზონზე ოთხივე კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) 134183 ვიზიტორი დაფიქსირდა მთაზე, ხოლო გაყიდული ბელეთების რაოდენობამ (ყველა კატეგორია) 78462 შეადგინა.
 
2021 წლის სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონი 8 მარტს გაიხსნა და აპრილის ბოლოს დაიხურა: გუდაურის შემთხვევაში 25 აპრილამდე გაგრძელდა, დანარჩენ კურორტებზე კი ბუნებრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით აპრილის შუა რიცხვებიდან ეტაპობრივად დაიხურა.
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.