ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რა შემთხვევაში ენიჭება ადამიანს მწვანე სტატუსი და სად დაიშვება მისი გამოყენება
25 ნოემბერი, 2021

1-ლი დეკემბრიდან საქართველოში "მწვანე სტატუსი" ამოქმედდება. რა შემთხვევაში ენიჭება ადამიანს მწვანე სტატუსი და სად იქნება დაშვებული მისი გამოყენება - დეტალები უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭომ განმარტა.

მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს 2 დოზა აცრის. გადატანილი აქვს კოვიდ ინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე.

საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განმარტა, რომ მწვანე სტატუსი ენიჭება ასევე პირს, თუ მას აქვს გაკეთებული 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ასევე თუ ადამიანს გააჩნია 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი.

მწვანე სტატუსის წარდგენა დაგვჭირდება რესტორნებში, კაფეებში, ბარებში, ღია და დახურულ სივრცეში, კინოთეატრებში, საკონცერტო დარბაზებსა და გასართობი ცენტრებში. მწვანე სტატუსი საჭირო იქნება ასევე სამორინეებში, სპა ცენტრებში, ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებსა და სამთო კურორტების საბაგირო გზებზე.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.