ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რა შემთხვევაში ხდება დასჯადი სახლების გაქირავება? - დარღვევაზე 10 000 ლარი და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა
08 აპრილი, 2021

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში იგეგმება, რომ სოციალური ღონისძიების ორგანიზების მიზნით, ფართის გაქირავება აიკრძალოს, ან შეიზღუდოს. როგორც ფერაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "საქმე" განაცხადა, აღნიშნული ცვლილება შეეხება მასშტაბურ ღონისძიებაზე გაქირავებულ ფართებს, სადაც ასეულობით ადამიანის შეკრება ხდება.

„სოციალურ ღონისძიებად გვაქვს დადგენილი - ქელეხი, ქორწილი, იუბილე ან ნებისმიერი ტიპის მსგავსი მასობრივი თავშეყრა, რომელიც საზოგადოებაში დამკვიდრებული, ტრადიციული დღეების აღნიშვნას უკავშირდება. ბევრი განცხადება შემოვიდა ინდივიდუალური პირებისგან - რომ ბინას აქირავებენ და იკრძალება თუ არა მსგავსი ქმედება, რა თქმა უნდა არ იკრძალება. ცხადია, რომ 10 ადამიანამდე ისევ ნებადართული რჩება მსგავსი ტიპის სოციალური ღონისძიების ორგანიზებაც. მაგრამ აქ საუბარია, მასშტაბზე, თუ ვსაუბრობთ რომ ხდება ასეულობით ადამიანის თავყრილობა, ეს რა თქმა უნდა დასჯადია,“-განაცხადა ფერაძემ.

რაც შეეხება სანქციას, ბექა ფერაძის თქმით, პირველ ჯერზე იურიდიული პირი ჯარიმდება 10 ათასი ლარით, ფიზიკური პირი კი 2 ათასი ლარით; ხოლო განმეორების შემთხვევაში უკვე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება.

რაც შეეხება ამ შეზღუდვის ამოქმედების პერიოდს, ბექა ფერაძის განცხადებით, „უკვე დაწყებულია მუშაობა და უახლოეს დღეებში ელის, რომ მიაღწევენ შეთანხმება შეთანხმებას უწყებები.

BPN.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.