ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რას გულისხმობს უსაფრთხო რესტორანი, ღამის კლუბი და სასტუმრო - მთავრობა ე.წ. მწვანე ზონების შექმნაზე მუშაობს
08 აპრილი, 2021

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, იმისთვის, რომ ბიზნესისთვის ეპიდვითარების გაუარესების გამო შეზღუდვების დაწესება არ გახდეს საჭირო, მთვრობა სხვა ქვეყნების მსგავსად, ე.წ. უსაფრთხო რესტორნის, ღამის კლუბისა და სასტუმოს სტატუსების მქონე სერვისის შექმნაზე მუშაობს, რაც ვაქცინირებული პირებისათვის შეკრებისა და თავისუფლად გადაადგილების სივრცეს გულისხმობს.

ბიზნესს ძალიან კარგად ესმის, რომ სულ რომ არ გავამკაცროთ რეგულაციები, თუ მათი თანამშრომლების 2/3 ისედაც დაინფიცირდება, შეუძლებელია, რომ ბიზნესმა იმუშავოს. რა თქმა უნდა ერთადერთი ხსნა არის ვაქცინაცია. აქედან გამომდინარე ჩვენ ამასაც ვიხილავთ და ვმუშაობთ, რომ უსაფრთხო რესტორნის, უსაფრთხო ღამის კლუბის, უსაფრთხო სასტუმროს სტატუსები იყოს, რომელიც იქნება იმავდროულად მიმზიდველი არამარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ ტურისტებისთვის. ჩვენ მიუხედავად ყველა მოლოდონისა და რისკისა მაინც გადავწყვიტეთ, რომ  საერთაშორისო ფრენები,გაგვეხსნა ჩვენი ბაზარი საერთაშორისო ვაქცინირირებული ტურისტებისთვის,  40-მდე ქვეყანაა, საიდანაც ტურისტები უბრალოდ „პისიარ“ ტესტით შემოდიან იმიტომ, რომ ეს ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, - განაცხადა ნათია თურნავამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

შეგახსენებთ, მსგავსი სერვისი ვაქცინაციის პროცესში ყველაზე აქტიურად ჩართულ ისრაელსა და მსოფლიოს იმ ქვეყნებში უკვე არსებობს სადაც მოსახლეობის იმუნიზცია ჩქარი ტემპით მიმდინარეობს. ასეთ ქვეყნებში, ე.წ. მწვანე ბარათების მქონე ვაქცინირებულ პირებს სპეციალურ ბარებსა და რესტორნებში თავშეყრის უფლება აქვთ.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.