ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რაში დახარჯავს 1 000 000 ლარს ტურიზმის ადმინისტრაცია
15 იანვარი, 2018
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 1 000 000 მლნ ლარის მომსახურებას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შეიძენს. 

აღნიშნულ 11 იანვრის მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ითვალისწინებს. 

"განკარგულების თანახმად, 2018 წლის განმავლობაში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენა-ბაზრობებზე მონაწილეობის ფარგლებში საპრეზენტაციო სტენდებისა და საინფორმაციო დახლების შესყიდვას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში განახორციელებს. შესყიდვის ჯამური მიახლოებითი ღირებულება 1 000 000 ლარს შეადგენს", - განუცხადეს "საქმის კურსს" ეკონომიკის სამინისტროში. 

როგორც უწყებაში განმარტავენ, საქართველოში ტურიზმის განვითარების და ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ძირითადი პრიორიტეტია ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე. 

"აღნიშნული პრიორიტეტის ფარგლებში დასახული მიზნების მისაღწევად ადმინისტრაცია ახორციელებს საერთაშორისო და ადგილობრივ მარკეტინგულ და სარეკლამო აქტივობებს მიზნობრივ ბაზრებზე. აღნიშნული აქტივობები ხელს უწყობს საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის პოპულარიზაციას, ცნობადობის ამაღლებას, კონკრეტული ტურისტული პროდუქტების შეთავაზებას პოტენციური მომხმარებლებისათვის და დამატებითი ვიზიტორების მოზიდვას. ზემოხსენებული მიზნის მისაღწევად, ადმინისტრაცია ყოველწლიურად მონაწილეობს და 2018 წელსაც გეგმავს საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობას", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
 
ავტორი: თელარა გელანტია
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.