ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რესტორანი “შავი ლომი“ მხოლოდ ვაქცინირებულ ან გატესტილ მომხმარებელს უმასპინძლებს
02 სექტემბერი, 2021
რესტორანი “შავი ლომი“ მხოლოდ ვაქცინირებულ ან გატესტილ მომხმარებელს უმასპინძლებს.
 
"ძვირფასო სტუმრებო, დღეიდან "შავი ლომი" მხოლოდ აცრილ, ანტიგენი ან PCR ტესტის მქონე სტუმრებს უმასპიძლებს. თანამშრომლებიც, რა თქმა უნდა, აცრილი დაგხვდებათ. ჯანმრთელობას გისურვებთ. 
 
აცრის დამადასტურებელი შტრიხ კოდი, შეგიძლიათ აიღოთ ამ მისამართზე, - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილმა შეფ-მზარეულმა და რესტორნების ქსელის მფლობელმა თეკუნა გაჩეჩილაძემ „ბიზნესპარტნორთან“ განაცხადა, რომ  რესტორატორები კვების ობიექტებში მხოლოდ ვაქცინირებული მოქალაქეების დაშვებასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდიან. საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, საბოლოო გადაწყვეტილება კი უახლოეს მომავალში იქნება მიღებული.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.