ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რესტორნები დღეს ყველაზე დაცული ადგილია, სჯობს მინისტრმა ტრანსპორტს მიხედოს
15 აპრილი, 2021

„რა ქნან, დღეს მედიცინის დარგის სპეციალისტები რატომღაც საერესტორნო დარგში ყველაზე დიდ „სპეციალისტებად“ გვევლინებიან. ჰკითხეთ რას ფიქრობს მინისტრი ტრანსპორტზე, სადაც ხალხი ყირაზე გადადის, იქ არაფერი ხდება, არ არის სახიფათო?“ - რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“ ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, ყველაზე დიდ რისკს სარესტორნო ბიზნესი წარმოადგენს.

გაბრიჩიძე აღნიშნავს, რომ დღევანდელი ჯანდაცვის პოლიტიკა ყურადღების სხვა თემებზე გადატანას ემსახურება. რესტორნები კი დღესდღეობით ყველაზე დაცულ ობიექტებს წარმოადგენენ საქართველოში.

„საქმე იმაშია, რომ ყურადღება რომ გადაიტანონ მედიცინის პრობლემებიდან სხვაგან, ატარებენ პოლიტიკას რომ გაგახედონ გვერდზე.  ეს არის დღევანდელი ჯანდაცვის პოლიტიკა. სარესტორნო ბიზნესი იქნება ჯერ, მერე ბაზრისკენ გაგვახედებენ. ჩვენთან რომ ვაქცინაციის  პრობლემაა, მაგას არ ეხებიან. თავისი თავისთვის ვერ მიუხედიათ და სისულელეებზე საუბრობენ.

რესტორნები რეალურად ყველაზე დაცული ადგილია დღესდღეობით. ვიღაც ჩუმად ღონისძიებებს თუ მართავს, ეს არის კრიმინალური სიტუაცია, რომელიც სულ არის - კარანტინის დროსაც იყო იატაკქვეშეთში რაღაც ღონისძიებები. ლეგალურ და ნორმალურ რესტორნებში უსაფრთხოება უფრო დაცულია.  ვისაც პოლიცია მფარველობს ის რესტორანი ატარებს თამამად ღონისძიებებს. ვინ გარისკავს,  ვინ გაბედავს რამის ჩატარებას, როცა ასეთი ჯარიმებია,“ - განმარტავს კოტე გაბრიჩიძე.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.