ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რესტორნები ქორწილის მასპინძლობისთვის ჯერ დაჯარიმდებიან, შემდეგ დაიხურებიან
10 აგვისტო, 2021

რესტორნები ქორწილის მასპინძლობისთვის ჯერ დაჯარიმდებიან, შემდეგ დაიხურებიან, - დაწესებული რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება. 

როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, დადგენილებით აკრძალულია ისეთი ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვა. მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტი თუ სხვა სარიტუალო დარბაზის მფლობელი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 10 000 ლარით, განმეორების შემთხვევაში მოხდება შესაბამისი ობიექტის დალუქვა. 

მისი თქმით, კვების ობიექტების მუშაობა შეზღუდულია 24:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში, რის აღსრულებასაც სახელმწიფო კიდევ უფრო გაამკაცრებს. 

გარდა ამისა, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება, როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში. აღნიშნული რეგულაციის აღსრულება კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება. 

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.