ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რიგაში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
06 თებერვალი, 2024

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაცია ლატვიაში, რიგაში, BaltTour 2024 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.


ბალტიისპირეთის ქვეყნებში ყველაზე დიდ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები, ტურისტული კომპანიები და სასტუმროები იყვნენ წარდგენილები.


BaltTour 2024-ზე, საქართველოს სტენდთან, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს.


გამოფენის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით.


BaltTour-ის საიუბილეო 30-ე წლისთავზე გამოფენას 30-მდე ქვეყნიდან 25 ათასამდე ვიზიტორი ეწვია. რიგის საერთაშორისო გამოფენაზე 350 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი.

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.