ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რიკოთის უღელტეხილზე ავტობანი სრულად 2023 წლის ბოლოს გაიხსნება
07 აპრილი, 2021

რიკოთის უღელტეხილზე ავტობანის მშენებლობა ჯამში 2.6 მილიარდი ლარი დაჯდება, - ამის შესახებ „საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა.

პროექტს 3 დონორი ორგანიზაცია აფინანსებს: ევროპის საინვესტიციო ბანკი, მსოფლიო ბანკი და აზიის განვითარების ბანკი.

„გაწერილია სახელშეკრულებო ღირებულებები და პროექტებს საფრთხე არ ემუქრება, მათ დაფინანესების პრობლემა არ შეექმნებათ“, - განაცხადა გიორგი წერეთელმა.

რიკოთის უღელტეხილზე ავტობანის მშენებლობა 4 მონაკვეთად არის დაყოფილი, 3 მონაკვეთზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ბოლო მონაკვეთის მშენებლობის მომზადება უკვე მიმდინარეობს და აქტიური სამუშაოები წელს დაიწყება.

„2021 წელი იქნება გარდამტეხი წელი და ვფიქრობთ, რომ მოგვეცემა საშუალება, რომ 2023 წლის ბოლომდე, ეტაპობრივად სრულად გაიხსნას ავტობანი რიკოთის უღელტეხილზე“, - აღნიშნა გიორგი წერეთელმა.

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე სამშენებლო სამუშაოები, ჯამში 62 ხიდსა და 39 გვირაბზე აქტიურად მიმდინარეობს, მათ შორის რიკოთის ახალ გვირაბზე.

ამ მონაკვეთზე დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.