ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში (ფოტოები)
09 მარტი, 2021

თუ პან­დე­მი­ის დროს სახ­ლში დარ­ჩე­ნილ­ნი მო­მა­ვალ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე ოც­ნე­ბობთ და სა­კუ­თარ თავს ბა­ლი­ზე, ან მალ­დი­ვებ­ზე, სუ­ლაც ვე­ნე­ცი­ის არ­ხებ­ში გონ­დო­ლით მო­სე­ირ­ნეს წარ­მო­იდ­გენთ, შე­გიძ­ლი­ათ ფან­ტა­ზი­ას უფრო მეტი გა­სა­ქა­ნი მის­ცეთ, მა­გა­ლი­თად, კოს­მოს­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე იოც­ნე­ბოთ, მით უფრო, რომ ეს ოც­ნე­ბა შე­საძ­ლოა, მალე რე­ა­ლო­ბად იქ­ცეს.

რო­გორც CNN წერს, 2027 წლის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო კოს­მო­სურ სად­გურ­ზე გა­იხ­სნე­ბა პირ­ვე­ლი სას­ტუმ­რო, რო­მე­ლიც დამ­სვე­ლებ­ლებს მი­ი­ღებს. სას­ტუმ­როს ექ­ნე­ბა ერ­თგვა­რი ბორ­ბლის ფორ­მა, რო­მე­ლიც ღერ­ძის გარ­შე­მო იმოძ­რა­ვებს.

სას­ტუმ­როს Orbital Assembly Corporation აა­შე­ნებს. კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ჯონ ბლინ­ქოა, რო­მე­ლიც ყო­ფი­ლი პი­ლო­ტი გახ­ლავთ. ის ამ­ბობს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო პრო­ექ­ტი გარ­კვე­უ­ლი შე­ფერ­ხე­ბე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა წი­ნას­წა­რი გათ­ვლე­ბით, სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბა 2026 წელს და­ი­წყე­ბა, 2027 წელს კი და­სას­ვე­ნებ­ლად კოს­მოს­ში წას­ვლა უკვე რე­ა­ლო­ბა იქ­ნე­ბა.

"გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვუ­თხრათ, რომ კოს­მოს­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ოქ­როს ხანა არც ისე შორ­საა, ეს დრო ძა­ლი­ან მალე მოვა“, - ამ­ბობს ბლინ­ქო.

კომ­პა­ნი­ამ უკვე გა­მო­აქ­ვეყ­ნა სას­ტუმ­როს რენ­დერ ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლი­თაც წარ­მოდ­გე­ნა გვექ­მნე­ბა, თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბა ის. სას­ტუმ­როს კო­ცენფცი­ის მი­ხედ­ვით, იქ დე­და­მი­წის ყოფა და კოს­მო­სუ­რი რე­ა­ლო­ბა ერ­თმა­ნეთს უნდა შე­ერ­წყას. ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნე­რი, არ­ქი­ტექ­ტო­რი ტიმ ალა­ტო­რე ამ­ბობს, რომ სას­ტუმ­როს ეს­თე­ტი­კა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სტენ­ლი კუბ­რი­კის ფილმზე "2001: A Space Odyssey."

უწო­ნა­დო­ბის გამო დამ­სვე­ნე­ბე­ლი ისე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბით და­კა­ვე­ბას შეძ­ლებს, რა­საც დე­და­მი­წა­ზე ვერ აკე­თებ­და. იქ იქ­ნე­ბა ე.წ. ლუქს ნომ­რე­ბი, ბა­რე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, სპორტდარ­ბა­ზე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად უწო­ნა­დო­ბი­სა, სტუმ­რებს შე­ეძ­ლე­ბათ ისარ­გებ­ლონ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­წო­ლე­ბით და საშ­ხა­პე­ე­ბით.

წი­ნას­წარ ცნო­ბი­ლია, რომ სას­ტუმ­რო­ში 400-ზე მეტი სტუმ­რის მი­ღე­ბა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ambebi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.