ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რუჯი გიყვართ, სპას აფასებთ და ზრუნავთ გარეგნობაზე? - გაიგეთ რას გთავაზობთ ქობულეთის „ჯორჯია პალასი“
19 ივნისი, 2018

შავ ზღვაზე დასვენების პერიოდი აქტიურ ფაზაში შედის, ტურისტების ნაკადი კი მზარდი და მრავალფეროვანია. ცხელი სეზონი განსაკუთრებით მიმზიდველი რუჯის მოყვარულთა და იმ ადამიანებისთვისაა, ვინც განსაკუთრებით ზრუნავს გარეგნობაზე. შეიძლება ითქვას ეს ქალბატონების სეზონია, მათ ხომ ყველაზე მეტად უყვართ სილამაზესა და გარეგნობაზე ზრუნვა. გარეგნულ სილამაზეს კი ჯანსაღი ორგანიზმი და გაკაჟება ჭირდება.

„ჯორჯია პალასი სასტუმრო და სპა ქობულეთი“ პირველი ხუთ ვარსკვლავიანი ქართული ბრენდია, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროს იმ ზოლზე, რომელიც თერაპიული თვალსაზრისით ბევრ სამკურნალო თვისებას აერთიანებს. აქ ზღვა სტანდარტულზე უფრო ღრმაა, შესაძლებელია მკურნალობა თერაპიით - როგორიცაა თალასოთრაპია, ზღვით, ზღვის წყლითა და ზღვის ჰაერით მკურნალობა, რომელიც დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ სისტემასა და სასუნთქ ორგანოებზე.

ბუნებრივი ლანდშაფტის გარდა, სასტუმრომ სტუმრებს პირველად და ექსკლუზიურად 2010 წელს შესთავაზა ინდური აიურვედა ცენტრი, ინდური პანჩაკარმა სამკურნალო პროცედურები, რომელიც კომპლექსურად აერთიანებს როგორც სარელაქსაციო ასევე სამკურნალო მასაჟების ციკლს. აქ თქვენ შეგიძლიათ ეზიაროთ ინდური, ათასწლოვანი გამოცდილების მქონე მცენარეული ზეთების არომატსა და სამკურნალო ეფექტს. სასტუმროს ინდოელი მასაჟისტ-თერაპევტები ნამდვილად შეძლებენ, რამდენიმე წუთის განმავლობაში თავი ეგზოტიკურ გარემოში გაგრძნობინოთ.

სპა ცენტრში მსურველებს შეუძლიათ გაიჯანსაღონ სხეული, გადაეშვან რელაქსაციაში, მოიწესრიგონ ნივთიერებათა ცვლა, სპეციალური პროცედურების მეშვეობით გაიწმინდონ ორგანიზმი შლაკებისგან, გაიკეთონ სხეულის კორექცია. ასეთი შემოთავაზებებით სარგებლობის შემდეგ „ჯორჯია პალასი სასტუმრო და სპა ქობულეთის“ სტუმრები თავს  ნამდვილად იგრძნობენ გაცილებით უფრო ახლაგაზრდად და მხნედ.

ინდური აიურვედა მასაჟები, ცნობილი როგორც  ალტერნატიული მედიცინის ფორმა.
აიურვედას ჯანმრთელობის პროგრამები რეკომედნირებულია იმუნიტეტის ასამაღლებლად, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ვერ ახერხებს ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას. ძირითადი პროცედურები ასეთ პროგრამებში არის ტრადიციული მასაჟის ტექნიკა, რომელიცადუნებს სხეულის ქსოვილებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ვინც აიურვედას ფასი იცის, ისიც აუცილებლად იცის, რომ აიურვედას ბალახეულ წამლებს არ ახასიათებს უკუჩვენებები.

რა სერვისი შეიძლება მიიღოს „ჯორჯია პალასის“ სტუმარმა:

  • სხეულის პილინგი შეფუთვით
  • ჰიდროკოლონოთერაპია
  • ენდერმოლოგია
  • ანტიცელულიტური, მთლიანი სხეულის მასაჟი
  • ანტიცელულიტური, მთლიანი სხეულის მასაჟი თაფლით
  • ჰიდროკოლონოთერაპია
  • მომადუნებელი, რელაქს მასაჟი
  • ანტიცელულიტური, მთლიანი სხეულის მასაჟი
  • ენდერმოლოგია
  • ჰიდროკოლონოთერაპია
  • ანტიცელულიტური, მთლიანი სხეულის მასაჟი თაფლით
  • შოკოლადის დღე სპაში
  • არომათერაპია
  • ცივი და ცხელი ქვები

მნიშვნელოვანია, რომ სპა ცენტრის სპეციალისტები სურვილისამებრ სტუმრებს ურჩევენ ინდივიდუალურად მათზე მორგებულ  პროგრამებს. თუ სტუმრობთ „ჯორჯია პალასი სასტუმრო და სპა ქობულეთის“  სპა ცენტრს თავს სულიერად და ფიზიკურად მხნედ იგრძნობთ და იღებთ მაქსიმალურ სიამოვნებას.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.