ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რუსეთში კერძო თვითმფრინავებზე მოთხოვნის ზრდის ფონზე ტარიფები მნიშვნელოვნად გაიზარდა
28 სექტემბერი, 2022

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ კერძო თვითმფრინავებით აზერბაიჯანის, თურქეთისა და სომხეთის მიმართულებით ფრენებზე მოთხოვნა გაიზარდა, რამაც ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

როგორც The Guardian-ი იტყობინება, მდიდარი რუსები ქვეყნიდან გასვლის გზებს ეძებენ იმ ფონზე, რომ აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხელისუფლება გეგმავს საზღვრების ჩაკეტვას სამხედრო ასაკის მამაკაცებისთვის.

კერძოდ, მგზავრები ძირითადად მიმართულია აზერბაიჯანის, თურქეთის და სომხეთის მიმართულებებზე, სადაც რუსებს უვიზოდ უშვებენ. ისინი კერძო თვითმფრინავით გადაადგილებისთვის 20 000-დან 25 000 ფუნტამდე იხდიან, ხოლო რვა ადგილიანი თვითმფრინავის დაქირავება 80 000-დან 140 000 ფუნტამდე ღირს, რაც ბევრჯერ აღემატება ჩვეულებრივ ტარიფებს.

„ამ მომენტში სიტუაცია აბსოლუტურად გიჟურია“, - თქვა ევგენი ბიკოვმა, საბროკერო კომპანია Your Charter-ის დირექტორმა. „თუ ადრე დღეში 50 მოთხოვნას ვიღებდით; ახლა დაახლოებით 5000-ია“.

ბიკოვმა თქვა, რომ მისმა კომპანიამ დაიწყო უფრო დიდი კომერციული თვითმფრინავების დაქირავება, რათა დააკმაყოფილოს მოთხოვნა და შეამციროს ფასები. „მაგრამ ჩვენ უბრალოდ ვერ ვპოულობთ საკმარის ადგილს ყველასთვის“, - თქვა მან.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.