ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რუსთაველზე, სავარაუდოდ, FOUR SEASONS-ის სასტუმრო გაიხსნება - ფოტო
31 იანვარი, 2018

რუსთაველზე, სავარუდოდ, Four Seasons-ის სასტუმრო გაიხსნება. რუსთაველის N12-ში ახალი სასტუმროს მშენებლობის ნებართვის შესახებ განაცხადი თბილისის არქიტექტურის სამსახურში შევიდა. განმცხადებელს სასტუმროს ესკიზის წინასწარ შეთანხმებაზე ნებართვა უკვე აქვს. 

საუბარია 24 590 კვ. მ. ფართობზე, სადაც სასტუმრო უნდა განთავსდეს. 

აღსანიშნავია, რომ თუ ადგილზე Four Seasons აშენდა, ეს იქნება საერთაშორისო ბრენდის პირველი ობიექტი საქართველოში. 

ქონების მფლობელები არიან ეთერ გაიაშვილი, სილქნეტი, შპს ნოა-ნოა და ჯორჯიან ეარსერვისი. BMG კომპანია სილქნეტს დაუკავშირდა, თუმცა, აქ აცხადებენ, რომ ისინი მხოლოდ შენობის ნაწილს ფლობენ და მსგავსი პროექტი არ აქვთ. 



 
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.