საქართველოს რკინიგზა გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო ბათუმის მიმართულებით რეისებს ნიშნავს - ამის შესახებ განცხადებას რკინიგზა ავრცელებს:
„ძვირფასო მგზავრებო!
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.
მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილებში.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, - აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
bp.ge