ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს რკინიგზა, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს
19 დეკემბერი, 2023

საქართველოს რკინიგზა გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო ბათუმის მიმართულებით რეისებს ნიშნავს -  ამის შესახებ  განცხადებას რკინიგზა ავრცელებს:

„ძვირფასო მგზავრებო!

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.

მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილებში.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, - აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.