ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
SALIO ბილტმორ თბილისის ბარ აზურა-ში
19 ივნისი, 2018

29 ივნისს სასტუმრო „ბილტმორ თბილისის“ ბარი „აზურა“ SALIO-ს კონცერტს უმასპინძლებს.

კონცერტი სასტუმრო „ბილტმორ თბილისისისა“  და კომპანია MBN-ის ორგანიზებით იმართება და საღამოს 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე სატელეფონი ჯავშნის საშუალებით.

ბაღი და ბარი „აზურა“ ოფიციალურად 31 მაისს გაიხნსა. გახსნის ცერემონიას ბიზნესის, მედიის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ასევე მოწვეულნი იყვნენ სასტუმროს ერთგული სტუმრები.

„აზურა“ თბილისელებისთვის უკვე კარგად ცნობილი ბილტმორის აუზიდან ზუსტად ერთ ნაბიჯშია. მსგავსი გამწვანება და ლანდშაფტის დიზაინი თბილისში არც ერთ სასტუმროს არ აქვს. „აზურა“ სტუმრებს ბურგერების, პიცისა და სალათების დიდ არჩევანს სთავაზობს. ამის გარდა ბარი ცნობილი გახდა თავისი ჯანსაღი და გამაგრილებელი სასმელებით და უმაღლესი ხარისხის ჩილიმების არჩევანით.

საკონტაქტო ინფორმაცია:

სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“

შ. რუსთაველის გამზირი №29, 0108, თბილისი, საქართველო

ბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირით:

+995 595 010 099

+995 592 919 191

ან შეიძინეთ ონლაინ: https://bit.ly/2JZrsgp

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.