ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საოჯახო სასტუმროების ფასი 20%-ით გაძვირდა
17 აგვისტო, 2022

საქართველოში სასტუმროების სერვისი გაძვირდა. ყველაზე მეტად კატეგორიების მიხედვით მომსახურება საოჯახო სასტუმროებშია გაძვირებული, წლიურად ფასმა 20%-ით მოიმატა.

PMC-ის კვლევის მიხედვით, სასტუმროების ფასების ინდექსი 2022 წლის ივლისში ივნისთან შედარებით 13.3%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 12.7%-ით, საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 15.9%-ით გაიზარდა.

თვიური ინდექსი ყველაზე მაღალი სამცხე-ჯავახეთსა (30.1%) და აჭარაში (22%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი კახეთში (1.6%).

წლიურად ფასები 13%-ით არის გაზრდილი, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 12.2%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 20.2%-ით გაიზარდა. წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო რაჭასა (24.2%) და სამცხე-ჯავახეთში (20.5%), ყველაზე ნაკლები კი შიდა ქართლში (-1.6%).

კვლევის მიხედვით, 2022 წლის ივლისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 173 ლარი შეადგინა, 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 276 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა 118 ლარი.

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა ივლისში 563 ლარი შეადგინა. გურიაში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 1001 ლარი შეადგინა, თბილისში - 619, აჭარაში - 612, ხოლო კახეთში - 522 ლარი.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.