ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რუსი დამსვენებლებისთვის საქართველო 8 პოპულარულ ადგილს შორის მოხვდა
15 ივლისი, 2019

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვის შემდეგ, საქართველოში დასვენების მსურველთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა ახლა, უკვე რამდენიმე დღეა მოთხოვნა ისევ გაიზარდა – ამის შესახებ რუსული მედია Яндекс.Путешествия-ზე დაყრდნობით წერს.

Яндекс.Путешествия-მ კვლევის შედგენისას არა მხოლოდ მიმდინარე წლის მოთხოვნები შეისწავლა, არამედ ბოლო 6 წლის პრაქტიკაც გაითვალისწინა. საბოლოოდ, გამოვიდა, რომ როგორც ადრე, დღესაც, მიუხედავად პირდაპირი ავიამიმოსვლის არარსებობისა, საქართველო კვლავ რჩევა ერთ-ერთ მოთხოვნად მიმართულებად რუს მოგზაურებში.

საქართველოსთან ერთად წლევანდელი ზაფხულის პოპულარული ადგილებია:

რუსეთის კურორტები

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა

ბელორუსი

ესპანეთი

საბერძნეთი

თურქეთი

იტალია

შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეჩერდა. გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს მიიღო.

BPN.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.