ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველომ მეორე ადგილი დაიკავა 50 ქვეყანას შორის, საიდანაც დისტანციურად მუშობა ყველაზე ხელსაყრელია
11 იანვარი, 2021

საქართველომ მე–2 ადგილი დაიკავა მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნებს შორის, საიდანაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დისტანციურად მუშაობა შეუძლიათ. შესაბამისი გამოკითხვა საიტმა bigseventravel.com ჩაატარა და 50 ქვეყანა გამოავლინა, სადაც დისტანციურად მუშაობა ყველაზე ხელსაყრელი და კომფორტულია.

საქართველოს დედაქალაქზე, თბილისზე საუბრისას ხაზგასმულია, რომ ქალაქს ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია, როგორც კულტურული, ასევე მრავალფეროვანი სამზარელოს მიმართულებით. "აქ ყველასთვის მოიძებნება რაღაც",– ნათქვამია წარდგენაში. აქვე საუბარია, რომ ქვეყანა ჩრდილოეთით გარშემორტყმულია კავკასიის მთებით, დასავლეთით კი შავი ზღვა ესაზღვრება. ამასთან, თბილისზე საუბრისას ვებგვერდი აღნიშნავს, რომ დედაქალაქში არაერთი კაფე და საერთო სამუშაო სივრცეა, მათ შორის Impact Hub და Lokal. აქვე აღნიშნულია, რომ წესით დისტანციურად მომუშავე პირებს ბინაში 300–400 დოლარამდე მოუწევთ გადახდა. 

სიაში პირველ ადგილს ესტონეთის დედაქალაქი, ტალინი იკავებს. პირველ ათეულში არიან ისეთი ქალაქები, როგორებიცაა: ბელგრადი, ბერლინი, სინგაპური, ბუენოს–აირესი, ლუბლიანა და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში პროგრამა "იმუშავე საქართველოდან" აგვისტოს ბოლოს ამოქმედდა და მისი მიზანია, უცხოელი ვიზიტორების მოზიდვა ქვეყანაში. შედეგად 95 ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს მთავრობა სთავაზობს, მინიმუმ 180 დღის განმავლობაში დისტანციურად შეასრულონ სამუშაო ვალდებულებები. პროგრამის ფარგლებში საქართველოში შემოვიდა 1 415 განაცხადი და ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქის შემოსვლაზე გაცემულია 1000-მდე ნებართვა. თუმცა, რამდენი ადამიანი შემოვიდა რეალურად ქვეყანაში, ბოლო მონაცემები ცნობილი არ არის.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.