ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაეცნენ
05 მარტი, 2024

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში,  Meetings Arabia & Luxury Travel (MALT) კონგრესში მიიღო მონაწილეობა. სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ერთ-ერთ უდიდეს კონგრესზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარდგენილი.

Meetings Arabia & Luxury Travel-ის მე-12 შეხვედრას 250-ზე მეტი კომპანიისა და ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან.

კონგრესის ფარგლებში საკონვენციო ბიუროს წარმომადგენლებმა 30-მდე შეხვედრა გამართეს პოტენციურ დამკვეთებთან და გააცნეს საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობები.

avanews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.