ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ჰელსინკის გამოფენაზე გაეცნენ
24 იანვარი, 2024

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაცია, ფინეთში, ჰელსინკის MATKA 2024 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

ნორდიკულ ქვეყნებს შორის უდიდეს  ტურისტულ გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან  ერთად თბილისის მერია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სამცხე-ჯავახეთისა და სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები და ტურისტული კომპანიები  მონაწილეობდნენ. საორგანიზაციო საკითხებში ჩართული იყო ფინეთში საქართველოს საელჩო.

MATKA 2024-ზე, საქართველოს სტენდთან, გამოფენის სტუმრები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ.  საქართველოს ტურისტული მიმართულებით ფინურთან ერთად სკანდინავიური ქვეყნების ტურისტული კომპანიები დაინტერესდნენ.

ჰელსინკის 3 დღიან ტურისტულ გამოფენას 70-მდე ქვეყნიდან  50 ათასამდე ვიზიტორი ეწვია.  გამოფენაზე 850 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი.

avianews.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.