„სარაჯიშვილმა“ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ბრენდი „independence”მიუძღვნა
100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს ქვეყნის მმართველმა ეროვნულმა საბჭომ „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“ მიიღო და ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადა.
საქართველოს პირველი დემოკრატიული სახელმწიფოს გამოცხადება ყველა ქართველისთვის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი თარიღია, შესაბამისად ეს დღე ყოველ წელს განსაკუთრებულად აღინიშნება, თუმცა წლევანდელიწელი უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი იყო, რადგან წელს დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან 100 წელი გავიდა.
უამრავი ღონისძიება და კამპანიის ფონზე არც თუ ისე მარტივი იყო საზოგადოების გაოცება, თუმცა ღვინის სამშობლოდ წოდებულ საქართველოში, ეს პირველმა ღვინის ბრენდი„სარაჯიშვილმა“ მაინც მოახერხა, რომელმაცამ უმნიშვნელოვანეს თარიღს უნიკალური მახასიათებლების სასმელი, სიმბოლური სახელწოდებით „Independence“მიუძღვნა.
საქართველოს ისტორიისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობის აქტი, მისი სტრუქტურა და მელნის ფერიც კი კომპანიის შთაგონების წყაროდ იქცა. გრაფიკული წნული ბოთლის ელეგანტურ, ქვით ინკრუსტრირებულ სახურავზე, დამოუკიდებლობის დეკლარაციის ვიზუალური მხარითა შთაგონებული.
გრავირებული ბოთლის დიზაინის შთაგონება სამელნისფორმაა. სასმელის ბოთლიდან ამოსაღები ლივერიც კი კალამს გვაგონებს.
მელნისფერ, ღამის ცის ფერყუთზეისეთივევარსკვლავებიკაშკაშებს, როგორიც წმინდა გიორგის გამოსახულების უკან, „სარაჯიშვილის“ ეს პროდუქტი სწორედ ის არის, რითაც შეგვიძლია ქართველებმა თავი მოვიწონოთ უცხოელ სტუმრებთან. მისი გემო და არომატი ისეთი გამორჩეული და დახვეწილია ნებისმიერის აღფრთოვანებასა და გაოცებას იწვევს. ეს ნამდვილად ის პორდუქტია, რომლიც ღვინის სამშობლოდ წოდებული საქართველოს სავიზიტო ბარათად შეიძლება ჩაითვალოს.
1918 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის 100 წლისთავისთვის მიძღვნილ ბრენდი გაყიდვაში სექტემბრიდან გამოვა, სიმბოლურად მხოლოდ 1918 ბოთლი. შეზღუდული რაოდენობის გამო მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ბოთლი წინასწარ დაარეზერვონ.
www.travelingeorgia.ge