ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სასტუმრო Biltmore Tbilisi-ში CASINO JEWEL იხსნება
24 იანვარი, 2018

სასტუმრო Biltmore Tbilisi-ში კაზინოს ახალი ბრენდი JEWEL შემოდის. ამ ეტაპზე სასტუმროში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ კომენტარს ვერ აკეთებენ.

როგორც ირკვევა, კაზინოს ეს ბრენდი საძიებო სისტემა Google-სა და Wikipedia-ში არ იძებნება. არსებობს მხოლოდ FB გვერდი, რომელიც სულ რამდენიმე თვის შექმნილია.

შეგახსენებთ, „კომერსანტის“ ინფორმაციით, თბილისში სასტუმრო Biltmore Tbilisi-ში   კაზინო 2016 წლის ოქტომბერში უნდა გახსნილიყო. მაშინ „დაბი ჯგუფის  აღმასრულებელი დირექტორი სამი ედვარდი ჩვენთან საუბარში აცხადებდა, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე საერთაშორისო დონის ოპერატორთან მიდიოდა, თუმცა ბოლო ეტაპზე მხოლოდ ორი კომპანია იყო დარჩენილი და ერთ-ერთი აბუ-დაბიდან იყო. ედვარდი კომპანიის სახელს ხელშეკრულების გაფორმებამდე არ ასახელებდა, თუმცა ამბობდა, რომ ეს იქნებოდა კაზინოების საერთაშორისო ოპერატორი და ხელშეკრულება ერთი კვირის განმავლობაში გაფორმდებოდა, ხოლო კაზინო მუშაობას ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში დაიწყებდა.

7-ვარსკვლავიანი Biltmore Tbilisi 2016 წლის 31 ივლისს, თბილისში გაიხსნა. სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონი დოლარია. Biltmore-ს ქსელის სასტუმროები დღეისთვის მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებშია.

/

/

/

ავტორი: ლიკა გურაბანიძე 

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.