ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სასტუმრო ედემი: ურეკში გზები იგება და სანიაღვრე არხები გათვალისწინებული არ არის
25 ივნისი, 2021

ურეკი მიმდინარე რეაბილიტაციაზე „ბიზნესპარტნიორთან“ საოჯახო სასტუმრო “ედემის“ მფლობელი ამირან კიღურაძე საუბრობს. მისი ინფორმაციით, დაბაში გზების რეაბილიტაციის დროს სანიაღვრე არხები გათვალისწინებული არ არის.

„საინტერესოა, ურეკის რეაბილიტაციის პროექტი ვინ დაამტკიცა? დოკუმენტში ურეკი ხელისგულივით სწორია, ასფალტს აგებენ და სანიაღვრე არხი გათვალისწინებული არ არის. არ არის განსაზღვრული სანაგვე ურნების დასადგამი ადგილები, ახლა დგას, მაგრამ  შუა ქუჩაში, სადაც გზის სიგანე 4 მეტრია,“ - აცხადებს კიღურაძე.

მისი ინფორმაციით, ურეკში სასტუმროების და რესტორნების ნაწილი მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე გახსნას არ აპირებს, მიზეზი დაბაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, ხმაური, ბუღი და მტვერია.

„ახლა, როდესაც საკურორტო სეზონი იწყება, ურეკში სამშენებლო სამუშაოებია, ადამიანები, რომლებიც ურეკში დასასვენებლად ჩამოდიან, უკან გარბიან, შეუძლებელია ისეთ პირობებში, სადაც ტრაქტორები, 30 ტონიანი მანქანები და მშენებლებია, ნორმალურად დაისვენო. სამუშაოები 3 წელია მიმდინარეობს და ვერაფრით დასრულდა. ხან ერთი კომპანიაა მშენებელი და ხან - მეორე,“ - აცხადებს კიღურაძე.

მისი განცხადებით, სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული, მაგალითად, გაკეთდა გარე განათება, მაგრამ არ მუშაობს.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.