ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სასტუმრო "მურკვამი" ფართოვდება
01 სექტემბერი, 2023

ზემო სვანეთის სასტუმრო „მურკვამს“ გაფართოების გეგმები აქვს.

როგორც სასტუმროს თანადამფუძნებელმა, თამუნა კვიციანმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, რამდენიმე დღეში სასტუმროს ეზოში ბუნგალო გაიხსნება, რომელიც მომხმარებლებს სწრაფი კვებისა და მინი ბარის სერვისს შესთავაზებს. სამომავლო გეგმებში განთავსების სივრცეების დამატებაც შედის.

„მურკვამი“ ბეჩოს თემშია განთავსებული და ვიზიტორებს უკვე 15 წელია ემსახურება.

ამ ეტაპზე სასტუმროს 4 ორ ადგილიანი ლუქსი და 3  ადგილიანი სტანდარტული ნომერი აქვს. ობიექტი გამოირჩევა შეთავაზებების მრავალფერივნებითაც.

„გვაქვს საუზმე, ვახშამი და ლანჩი. ასევე ცალკეული მენიუც, რომელშიც ტრადიციული ქართული სვანური და ევროპული კერძები შედის. ასევე მომხმარებელს ვთავაზობთ ცხენების ტურს, გიდის და ტაქსის მომსახურეობასაც,“ - აღნიშნავს თამუნა კვიციანი.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.