ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სექტემბერში ტურიზმმა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის 39% შეადგინა
21 ოქტომბერი, 2021

სექტემბერში საქართველოში შემოსულ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 363%-ით 247 ათასამდე გაიზარდა, რაც, თავის მხრივ, 2019 წლის სექტემბერთან შედარებით 73%-ით ნაკლებია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, მოგზაურთაგან 226 ათასი ვიზიტორი იყო, ხოლო მათში 210 ათასი ტურისტი. ტურისტების რაოდენობა ბოლო ერთ წელიწადში 401%-ით გაიზარდა, მაგრამ 2019 წლის სექტემბერთან შედარებით მაინც 61%-ით ნაკლებია.

33 ათასი ვიზიტორით პირველ ადგილზე რუსეთია, საიდანაც ლეგალური საზღვრის კვეთის რიცხვი 649%-ით გაიზარდა. 32 ათასი ვიზიტორით მეორე ადგილზე თურქეთია, 2000%-იანი ზრდის შემდეგ 23 ათასი ვიზიტორით მესამე ადგილი უკარაინამ დაიკავა. მეოთხეზე 21 ათასი ვიზიტორით თავად საქართველოა (არარეზიდენტი პირები). 8500%-იანი ზრდის შედემდეგ ერთთვიანი პაუზის შემდეგ ისრაელი ათეულში დაბრუნდა. ამ ქვეყნიდან აპრილიდან მოყოლებული ხუთნიშნა პროცენტული ზრდა შეინიშნებოდა, თუმცა აგვისტოში იერუსალიმმა საზღვარი ჩაკეტა ვიზიტორთა რაოდენობაც მინიმუმადე დავიდა. ყველაზე მეტად 103 ათასი პროცენტით ვიზიტორთა რაოდენობა საუდის არაბეთიდან გაიზარდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელსაც 39%-ით აღემატება.

თბილისის აეროპორტიდან საქართველოს საზღვარი უცხო ქვეყნის 75 ათასმა მოქალაქემ გადმოკვეთა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 1359%-ით აღემატება 2019 წელთან შედარებით კი 39%-ით ნაკლებია. ზრდის ტემპი უფრო შთამბეჭდავი - 247 ათასი პროცენტი იყო ბათუმის აეროპორტში, საიდანაც საზღვარი 39 500-მა ვიზიტორმა გადმოკვეთა, რაც 2019 წლის სექტემბრის მაჩვენებელზე 17%-ით მეტია.

რაც შეეხება პირველ სამ კვარტალს, იანვარ-სექტემბერში საქართველოში შემოსულ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 1.3 მლნ შეადგინა, 18.5%-ით ნაკლები 2020 წელთან და 82%-ით ნაკლები 2019 წელთან შედარებით. მოგზაურებში ვიზიტორების რაოდენობა 2020 წელთან შედარებით 13.2%-ით და 2019 წელთან შედარებით 80%-ით 1.188 მლნ-მდე შემცირდა, ხოლო მათში ტურისტების რაოდენობა 2020 წელთან შედარებით 13.7%-ით 1.093 მლნ-მდე გაიზარდა, მაგრამ ეს რიცხვი 2019 წელთან შედარებით 73%-ით ნაკლებია.

9 თვის ჭრილში ვიზიტორების რაოდენობის შემცირება იმ ფაქტით აიხსნება, რომ პანდემიის დაწყებამდე 2020 წლის იანვარში ტურისტების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა და ნულოვანი ზრდა თებერვალშიც შენარჩუნდა.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.