ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამაში 418 რესტორანი ჩაერთო
15 იანვარი, 2021

სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამაში 418 რესტორანი ჩაერთო - ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ის სახელმწიფო სააგენტო “აწარმოე საქართველოდან” მიაწოდეს. როგორც სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, სულ სესხის პროცენტის სუბსიდირების მოთხოვნის განაცხადი 2049 რესტორანმა შეავსო, საიდანაც დაფინანსებაზე დადებითი რეკომენდაცია 418 ბიზნეს სუბიექტს უკვე მიეცა.

ამ ეტაპზე “აწარმოე სააგენტოში” ამბობენ, რომ განხილვის პროცესშია 299 რესტორნის განაცხადი. მათი თქმით, მონაცემები ყოველდღიურად ახლდება და რიცხვები კიდევ შეიცვლება. 

ცნობისთვის, 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში რესტორნების მიერ გამოთქმული პროტესტის შემდგომ, მთავრობამ ამ სექტორისთვის დახმარების  ახალი პროგრამა შეიმუშავა, რაც საბანკო სესხების პროცენტის 6 თვით სუბსიდირებას გულისხმობდა. განაცხადების მიღება სააგენტო “აწარმოე საქართველომ” 2020 წლის 4 დეკემბრიდან დაიწყო და 14 დეკემბერს დაასრულა.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.