ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„შატო მუხრანმა“ ბაზარზე ქვევრის ღვინო გამოიტანა
09 მარტი, 2018

კომპანიამ „შატო მუხრანი“ ბაზარზე ახალი, ქვევრის ღვინო გამოიტანა. ღვინო „ქვევრი“ კომპანიის მეღვინეებმა ქართული ღვინის დამზადების ტრადიციულ მეთოდზე დაყრდნობით შექმნეს. ის გამორჩეული, ქართლისთვის სახასიათო ქვევრის ღვინოა.

კომპანიის ცნობით, შატო მუხრანის ქვევრის ღვინო რქაწითლიდან, გორული მწვანედან და ჩინურიდან მზადდება. იგი ქვევრში 6 თვიანი ფერმენტაციის და მუხის კასრებში 5 თვით დაძველების შემდეგ, ღვინო გაუფილტრავად ისხმება ბოთლებში. „კახური ქვევრის ღვინოსგან განსხავებით, ჩვენი ქვევრის ღვინო ბუნებრივ ფერმენტაციამდე არ არის ოქსიგენირებული“.

ექსპერტების შეფასებით: "ღვინო ელვარე ოქროსფერია და აკაციის თაფლის, ციტრუსის, კომშის და იის ელეგანტური ბუკეტით გამოირჩევა, რომელიც ჰარმონიაშია მწვანილეულის და პილპილის ტონებთან; რბილი ტანინებით გაჯერებულ, ინტენსიურ მცენარეულ არომატებს თან სდევს ციტრუსების და ყვავილების სავსე და მსუსხავი გემო, საკმაოდ ძლიერი დაბოლოებით."

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.