ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
შუხმან ვაინს ჯორჯიას ყურძნის წიპწის ზეთი ბაზარზე ზაფხულიდან გამოჩნდება
04 დეკემბერი, 2015

კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯიამ" ყურძნის წიპწის ზეთის წარმოების პროცესი დაიწყო და პროდუქტი ბაზარზე ზაფხულისთვის გამოჩნდება.

როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი „კომერსანტთან" აცხადებს,  ყურძნის წიპწა შუხმანის ვენახებიდან გაშრობის პროცესშია და სრულ გაშრობას რამდენიმე თვე სჭირდება. მისივე თქმით, წარმოების პირველი ეტაპი ტრადიციული მეთოდით მიმდინარეობს და ყურძნის გამორჩევა ხელით მოხდა, რისთვისაც დამატებით ადამიანები დასაქმდნენ. აბრამიშვილი ამბობს, რომ თანამედროვე წარმოებას უკვე წიპწის ზეთის მისაღებად გამოიყენებენ, რაც გაზაფხულისთვის დაიწყება და პროდუქტი მზად ზაფხულში იქნება.

„შუხმანის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ პირველ ეტაპზე პროდუქტი კომპანიის რესტორნებში შევა და შემდეგ ადგილობრივ ქსელებში დარიგდება, მოხდება მისი გაცნობა მზარეულებისთვის, რადგანაც მნიშვნელოვანია  შეიქმნას მოთხოვნა. მისივე განცხადებით, მას შემდეგ რაც წარმოება გააქტიურდება, გრძელვადიან პერსპექტივაში ექსპორტზე გატანაც იგეგმება. ნუცა აბრამიშვილი ამბობს, რომ ყურძნის წიპწა ძვირადღირებულ პროდუქტად ითვლება და მსოფლიო დონეზე ზეითუნის ზეთის ფასთა კატეგორიაში გადის. 

 
ავტორ(ებ)ი : სალომე სოსელია
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.