ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გაატარეთ დაუვიწყარი, შთაბეჭდილებებით აღსავსე ახალი წელი “ტიფლის ვერანდაზე“
26 დეკემბერი, 2018

ახალ წელს როგორც შეხვდები ისეთი წელი გექნებაო ხშირად მოგვისმენია, ალბათ სწორედ ამიტომ ვანიჭებთ ამხელა მნიშვნელობას თუ როგორ, სად და ვისთან ერთად შევხვდებით ამ დღეს.

ვეძებთ, ვარჩევთ, ვადარებთ შემოთავაზებებს. სახლი, მეგობრები, ოჯახი, რესტორანი, ბარი, კლუბი.. არჩევანი დიდია, თქვენ უბრალოდ საუკეთესო ვარიანტი უნდა აირჩიოთ, რაშიც ჩვენც ვეცდებით, რომ დაგეხმარებით და გაგაცნობთ „ტიფლისი ვერანდას“ საახალწლო ღონისძიების დეტალებს.

ცოცხალი მუსიკა, გამორჩეული კერძები, ზღაპრული გარემო, სასიამოვნო საჩუქრები – ეს ის არასრული ჩამონათვალია რასაც ახალი წლის ღამეს „ტიფლისი ვერანდა“ გთავაზობთ.

თქვენს საახალწლო ღამეს კი მუსიკალურად მრავალფეროვანი შემსრულებლები გააფორმებენ როგორებიც არიან: მომღერალი – მერაბ ამზოევი, ბენდი – Life Bell,  პიანისტი – ერიკი, DJ Crystal.

ინტერიერით, მომსახურებით, კერძებითა და გარემოთი გამორჩეული ტიფლისი ვერანდაზე სტუმრობა ნებისმიერ დროს საუკეთესო არჩევანია, რომ განწყობა შეიქმნათ, თუმცა ამ შემთვევაში ეს ის შემოთავაზებაა, რომელზეც დაფიქრება ნამდვილად ღირს.

ზუსტად 00:00 საათზე თქვენ შეგიძლიათ ვერანდიდან პანორამული ხედის მეშვეობით დატკბეთ ქალაქის ფოიერვერკით და ჩაიფიქროთ უამრავი სურვილი, რაც გულით გსურთ, რადგან ამბობენ, რომ 2019 წელი სურვილების წელი იქნება.

ასე რომ არ დაკარგოთ დრო, დაჯავშნეთ ახლავე, რადგან ადგილები შეზღუდულია ბილეთების ფასი კი ხელმისაწვდომი.

მოიწყვეთ ჯადოსნური ახალი წელი „ტიფლისი ვერანდაში“ და გვერწმუნეთ, რომ ეს ჯადოსნური განწყობა თქვენს ცხოვრებას მთელი წლის განმავლობასი გაყვება.

travelingeorgia.com


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.