ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
TBC Capital: ტურიზმში მცირე აღდგენა შეინიშნება
16 აპრილი, 2021

საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები, თებერვალში 89.5%-იანი კლების (y.y) შემდეგ, მარტში y.y 73.4%-ით შემცირდა.

აღნიშნული მაჩვენებლის გაუმჯობესება TBC Capital-ის განცხადებით, ძირითადად, 2020 წლის შესაბამის პერიოდში დაბალ საბაზო ეფექტს ასახავს, თუმცა მათი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში 2019-თან შედარებითაც მცირე აღდგენა შეინიშნება.

ამასთან, თიბისის საბარათე გადახდების უკანასკნელ მონაცემებზე დაყრდნობით, აპრილში უფრო შესამჩნევი გაუმჯობესებაა მოსალოდნელი.

მარტში არარეზიდენტების მფლობელობაში ფასიანი ქაღალდების ღირებულებამ 703.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელს დაახლოებით 4.2 მლნ ლარით აღემატება. ამავე პერიოდში, მთავრობის ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტების წილი არ შეცვლილა და 12.7%-ზე შენარჩუნდა.

ამასთან, ეროვნული ბანკის ხელთ არსებულმა სახაზინო ფასიანი ქაღალდების წილმა, თებერვალში 18%- ის შემდეგ, 2021 წლის მარტში 19.8% შეადგინა. სახაზინო ფასიანი ქაღალდების ფლობაში უდიდესი წილი, 66.3%-ით, კვლავ ბანკებზე მოდიოდა.

2021 წლის მარტის მონაცემებით, ეროვნული ბანკის მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა $4.1 მლრდ შეადგინა, რაც 0.6%-ით მეტია m.m, ხოლო y.y 20.6%-ით მეტი.

GBC.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.