თბილისი ევროპის ეკოტურიზმის V საერთაშორისო კონფერენციას EuroEco18 მასპინძლობს.
კონფერენცია დღეს გაიხსნება და 14 სექტემბრამდე გასტანს.
კონფერენცია ეძღვნება მსოფლიოში ტურიზმის ინდუსტრიის მდგრადი განვითარების მიღწევას. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება რამდენიმე სესია და პანელური დისკუსია, რომელიც მიეძღვნება ეკოტურიზმს, რომელსაც შეუძლია კონტრიბუციის შეტანა სიღარიბის დაძლევაში, ასევე ეკოტურიზმსა და ტურიზმის მენეჯერების განათლებას, ტრანსასაზღვრო ბილიკებისა და დაცული ტერიტორიების განვითარებას, კლიმატის ცვლილებას და სხვა.
კონფერენციის პარტნიორია ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტი, მხარდამჭერები: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და დაცული ტერიტორიების სააგენტო.
www.travelingeorgia.ge