ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, Skytrax-ის რეიტინგში, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ხუთეულშია
23 მარტი, 2023
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რეგისტრაციის გლობალური სისტემის – CUPPS-ის უახლესი ვერსია დაინერგა.
 
IATA-ის მიერ დამტკიცებული თანამედროვე სისტემა სხვადასხვა სერვისების ერთობლიობას წარმოადგენს, რაც უზრუნველყოფს, როგორც მგზავრთა, ასევე ავიაკომპანიების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.
თითოეული ავიაკომპანია მგზავრთა სარეგისტრაციო/ჩასხდომის ინდივიდუალურ სისტემას(DCS) იყენებს, CUPPS-ის დანერგვის შედეგად კი, შესაძლებელი იქნება, სხვადასხვა ავიაკომპანიამ გამოიყენოს ერთი და იგივე მოწყობილობა და სივრცე, როგორც მგზავრთა სარეგისტრაციო დახლებზე (Check-in), ისე – გასასვლელებში (Gate).
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში CUPPS-ის პლატფორმა 2021 წელს დაინერგა და რამდენჯერმე განახლდა. სისტემის უახლესი, თანამედროვე ვერსია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე მოქმედებს.
 
“ტავ ჯორჯიას” შესახებ
“ტავ ჯორჯია” ADP ჯგუფის წევრი TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-2017 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა მოფრენის ახალი ტერმინალი. TAV Airports Holding-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის შედეგად, „ტავ ჯორჯია“ საქართველოში ერთ–ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიას წარმოადგენს. დღეისათვის „ტავ ჯორჯიაში“ დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.