ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისში „ჰილტონის“ ბრენდის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა იწყება
31 იანვარი, 2018

„ჰილტონის“ ბრენდის სასტუმროს საძირკველს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ჩაუყრის. აღნიშნული პროექტის შესახებ „კომერსანტი“  არაერთხელ  წერდა. გასულ წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაში Hilton-ის 5–ვარსკვლავიანი სასტუმროს  მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.  მაშინ  ცნობილი იყო, რომ პროექტის განმახორციელებელი კომპანია Granat Georgia იყო. კომპანიის  პრეზიდენტი ელგუჯა ცინცაძის აცხადებდა, რომ სამუშაოები 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდებოდა.

სასტუმროს გარე, კონცეპტუალურ არქიტექტურაზე ბრიტანული კომპანია Reardon Smith Architects-ი, ინტერიერიერის დიზიანზე კი იტალიელი მაესტრო Piero Lisson-ი მუშაობდა.

სასტუმროს მშენებლობა 2019 წელს უნდა დასრულებულიყო. 

შეგახსენებთ, კორპორაცია „ჰილტონსა და კომპანია Granat Georgia-ს შორის კონტრაქტს ხელი 2016 წლის ნოემბერში მოეწერა. 2015 წელს კომპანია Granat Georgia-ს და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, კომპანიამ აიღო ვალდებულება თბილისში კოსტავას ქუჩაზე მდებარე ყოფილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობაში გაეხსნა საერთაშორისო ბრენდის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო.

„ჰილტონ თბილისის 200 ნომრიან სასტუმროში 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია  უნდა განხორციელებულიყო. 

2015 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს პროექტი კომპანია „ჯორჯიან ფროფერთისისგან ბრიტანულმა საინვესტიციო ჯგუფმა „გრანატ ინვესტმენტმა გამოისყიდა.

ბრიტანული „გრანატი კერძო საინვესტიციო კომპანიაა, რომელსაც აქტივები სხვადასხვა მიმართულებით აქვს. კომპანიას ოფისები აქვს ლატვიაში, გერმანიაში, რუსეთსა და საქართველოში. კომპანიის წარმომადგენლის ელგუჯა ცინცაძის ინფორმაციით, სასტუმრო „გრანატის პირველი პროექტია საქართველოში.

„კომერსანტი“


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.