ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისში ტრამვაი ბრუნდება - სამუშაოები მინიმუმ 130 მილიონ ევროს საჭიროებს
13 ივნისი, 2017

თბილისის მერიას დედაქალაქში ტრამვაის ხაზის აღდგენის პროექტი მზად აქვს, სამუშაოები მინიმუმ 130 მილიონ ევროს საჭიროებს 

დადგება დრო, როცა ტრამვაის პროექტი აქტუალური გახდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

დედაქალაქის მერის თქმით, ტრამვაის აღდგენა თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის რეკომენდაციაა, რასაც მიესალმება.

"რასაკვირველია, ჩვენ მივესალმებით გენერალური გეგმის ჯგუფის მიერ შემოთავაზებულ ერთ-ერთ ინიციატივას, ტრანსპორტის ნაწილში ტრამვაის აღდგენასთან დაკავშირებით. ეს საკმაოდ შრომატევადი, ინვესტიციატევადი საქმეა, თუმცა, სამომავლოდ აუცილებლად იქნება განხილული, როცა ავტობუსების პროექტი, რომელიც პირველი ეტაპის მნიშვნელოვანი და გადაუდებელი ამოცანა იქნება მოგვარებული, ამის შემდეგ დადგება დრო, როცა ტრამვაის პროექტი აქტუალური გახდება. პროექტი, რომელიც მომზადებულია, მინიმუმ 130 მილიონ ევროს საჭიროებს, ამიტომ, ჩვენ ცოტა მოგვიანებით დავიწყებთ ამ პროექტის განხილვას, ალბათ, 2-3 წლის შემდეგ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ambebi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.