ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
The Guardian-მა თბილისი 2018 წელს შვებულებისთვის საუკეთესო ქალაქებს შორის დაასახელა
16 იანვარი, 2018

The Guardian-მა 2018 წელს შვებულების გატარებისთვის საუკეთესო ქვეყნებისა და ქალაქების ჩამონათვალი შეადგინა.

ჩამონათვალში ბრიტანული გამოცემა ასევე ასახელებს ამ ქვეყნების ცნობილ კულტურულ ძეგლებს, სანაპიროებისა თუ მუზეუმებს, რომელთა ნახვასაც ტურისტებს ურჩევს.

წარმოდგენილ 40 ქვეყანას შორის საქართველო, კერძოდ კი თბილისიც შევიდა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ თანამედროვე კულტურის მეშვეობით, თბილისმა მსოფლიოში დამსახურებული ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება ღამის ცხოვრებას - ისეთმა კლუბებმა, როგორიცაა -„ბასიანი" და „ხიდი", საქართველოს დედაქალაქი „ქლაბერთა" ერთ-ერთ მნიშვნელოვან დანიშნულების ადგილად აქცია.

ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ იტალიის, ნიდერლანდების, საბერძნეთის, ისლანდიის, საფრანგეთისა და ესპანეთის ქალაქები.

საქართველოს დედაქალაქი 2018 წლის შვიდ გამორჩეულ ქალაქს შორის CNN-მაც დაასახელა.

1tv.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.