ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი 10 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა
22 ოქტომბერი, 2021

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი 10 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მოეწყო გრუნტის საფარი და ლითონის თვალამრიდები.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ,პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარებს ფონდმა განახორციელა.

შეგახსენებთ,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ტობავარჩხილის პატარა ტბის მიმართულებით გზის მოწესრიგების სამუშაოები 2020 წლის 7 აგვისტოს დაიწყო.როგორც “ბიზნესპარტნიორს“ მიმდინარე წლის მარტში მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, პროექტს საქართველოს მთავრობა 5.9 მილიონი ლარით აფინანსებს. სამუშაოებს კომპანია “გ და კ“ ახორციელებდა.

სამუშაოების დასრულდება 2022 წლის 7 აგვისტოს იგეგმებოდა. 

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.