ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც მაისში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა
08 ივნისი, 2021

გამოქვეყნდა 2021 წლის მაისის ტურიზმის ამსახველი ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველოში პანდემიის დაწყებიდან რეკორდული რაოდენობის - 104,700 ვიზიტორი იმყოფებოდა. ვიზიტორთა ეს ნაკადი წინა წელთან შედარებით 180%-ით მეტია. 

როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, გასული თვის განმავლობაში ვიზიტორთა ნახევარზე მეტი - 52,688 ვიზიტორი საჰაერო გზით შემოვიდა ქვეყანაში, რაც გააქტიურებულ საჰაერო მიმოსვლას უკავშირდება. პირველი ივნისიდან საქართველომ სახმელეთო საზღვრებიც გახსნა, რაც ვიზიტორთა ნაკადს კიდევ უფრო მეტად გაზრდის.

ტურიზმის შედარებითი აღდგენის მიუხედავად, მისი მოცულობა პანდემიამდელ პერიოდთან (2019 წლის მაისთან) შედარებით 85%-ით ნაკლებია. 

რომელი ქვეყნებიდან შემოვიდნენ მაისში ყველაზე მეტი ვიზიტორები:

1 თურქეთი - 21,855 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 37,8%
2 უკრაინა - 11,533 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 1049,9%
3 ისრაელი - 11,244 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 24886,7%
4 რუსეთი - 10,818 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 186,4%
5 სომხეთი - 9,863 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 26,4%
6 საქართველო (არარეზიდენტი) - 9,537 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 387,6%
7 აზერბაიჯანი - 5,704 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 74,1%
8 ყაზახეთი - 4,664 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 1147,1%
9 უზბეკეთი - 2,528 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 690,0%
10 ბელარუსი - 2,349 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 216,2%
11 ინდოეთი - 1,496 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 13500,0%
12 ამერიკის შეერთებული შტატები - 1,167 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 3664,5%
13 ირანი - 1,141 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 1401,3%
14 პოლონეთი - 837 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 10362,5%
15 გერმანია - 745 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 2028,6%

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, აპრილში, როდესაც საქართველოში 83,000 ვიზიტორი იმყოფებოდა ქვეყნის შემოსავალმა საერთაშორისო ტურიზმიდან $50 მილიონი შეადგინა. სავარაუდოდ მაისში ეს მაჩვენებელი 10-15%-ით მეტი იქნებოდა.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.